შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე აცხადებს, რომ ცესკოსთან აქციის დაშლის დროს ცრემლსადენი აირი არ გამოუყენებიათ.
“ცრემლსადენი გაზი არ იქნა გამოყენებული. აქვე ავხსნი, იმ დანაყოფის შემადგენლობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება “წიწაკის სპრეი”, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. განსხვავება დიდია, ეს არ არის ცრემლსადენი გაზი”, – თქვა კახა საბანაძემ.გუშინ აქციის დაშლის დროს მოქალაქეთა ის ჯგუფი, რომელიც სამართალდამცავებთან ახლოს იდგა, აცხადებდა, რომ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გაუშვა. ისინი მიმდებარე ტერიტორიას ხველითა და თვალების წვის შეგრძნებით ტოვებდნენ.