მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან საქართველოს შვიდ ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდება

დღეიდან საქართველოს შვიდ ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდება

Published on

დღეიდან საქართველოს 7 დიდი ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილება 7 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება: 

– საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

– ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

-22:00 საათის შემდეგ იმუშავებს სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები;

შეზღუდვის დამრღვევი ფიზიკური პირი 2000 ლარით, ხოლო იურიდიული – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...