მთავარისიახლეებისაზოგადოება8 ნოემბრის მოვლენები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა -...

8 ნოემბრის მოვლენები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა – ცესკო

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისია გუშინ, 8 ნოემბერს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წყლის ჭავლით დაშალას, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, Facebook-ზე გამოეხმაურა.

თამარ ჟვანიას უწყებაში ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა.

აღსანიშანავია რომ ვრცელი განცხადბეის ბოლოს ცესკო მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ:

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში”

შეგახსენებთ, სწორედ საარჩევნო შედეგების გასაპაროტესტებლად გუშინ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, შემდეგ მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს და სანამ ყველა მათგანი იქ მივიდოდა, რამდენიმე ათეული ადამიანის დაშლა პოლიციამ წყლის ჭავლით დაიწყო.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...