მთავარისიახლეებისაზოგადოება8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის შედეგად 3 ჟურნალისტი დაშავდა

8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის შედეგად 3 ჟურნალისტი დაშავდა

Published on

გუშინ, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.TV პირველის ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა. მას ოპერაცია დასჭირდა. 

დემონსტანტების და მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სამედიცინო დახმარება მას ღუდუშაურის კლინიკაში გაუწიეს. 

სახის არეში მიიღო დაზიანება „ფორმულას“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ანა ბარათაშვილმა. წყლის ჭავლის წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მანქანიდან გადმოაგდო.გადამღები ტექნიკა დაუზიანდათ რადიო „თავისუფლების“, OC Media-ს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს თორნიკე მანდარიას, გელა ბოჩიკაშვილს, დათო ქორიძეს, შიო ხიდაშელს, მარიამ ნიკურაძეს, სალომე ბოკუჩავას. 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...