მთავარისიახლეებისაზოგადოება2 წლის წინ ზუსტად 8 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომელმაც საბოლოო ჯამში...

2 წლის წინ ზუსტად 8 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომელმაც საბოლოო ჯამში შეიწირა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი – ბაჩანა შენგელიას ემოციური მიმართვა რუსთაველზე შეკრებილებს

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილ დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, იურისტმა ბაჩანა შენგელიამ რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს ემოციური სიტყვით მიმართა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

შენგელიამ მისთვის ყველაზე მძიმე დღეები გაიხსენა, როდესაც 2 წლის წინ, პოლიტიკური მოტივით, ია კერზაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საბოლოო ჯამში კი ხელისუფლების რეპრესიულ მანქანას მისი სიცოცხლე ემსხვერპლა:

ყველაზე მეტად მძულს 8 და 9 ნოემბერი. ეს არის დღეები, როდესაც 2 წლის წინ ზუსტად 8 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომელმაც საბოლოო ჯამში შეიწირა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და 9 ნოემბერს დაიწყეს ამ ჯალათებმა ამ ბრძანების აღსრულება – ამბობს ბაჩანა შენგელია.

ის დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ, საქმის მონაწილე ყველა პირი, გიორგი გახარიადან დაწყებული, დაწინაურდა და პასუხი არავის უგია.

შენგელია ამბობს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის ხაზი, ახლა სწორედ რუსთაველის გამზირზე გადის. გამოსვლის დასასრულს შენგელიამ ისევ დედის სიტყვებით მიმართა შეკრებილებს:

ია კერზაიამ ერთ ერთი ბოლო სიტყვები რაც თქვა – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბრძოლას ნამდვილად ყოველთვის აქვს აზრი

მე მინდა, რომ ეს ჩემთვის ყველაზე საძულველი 8 და 9 ნოემბერი გაიდაიქცეს გამარჯვების სიმბოლოდ ქართველი ერისთვის – თქვა ბაჩანა შენგელიამ რუსთაველის გამზირზე, სიტყვით გამოსვლისას..

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...