მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ხალხი არ დაიხევს უკან და იბრძოლებს მანამ, სანამ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ხალხი არ დაიხევს უკან და იბრძოლებს მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს და მოიპარეს არჩევნები”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხალხი არ დაიხევს  უკან და მუდმივად იბრძოლებს, მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს და მოიპარეს არჩევნები. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დროებითი ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს ხელახალი, თავისუფალი არჩევნები. ვიდეომიმართვაში მესამე პრეზიდენტმა ახალი ინიციატივაც გააჟღერა. 

ამ პერიოდში კოვიდის ეპიდემია, პრაქტიკულად გახდა უკონტროლო, იმის გამო, რომ მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ იქნა განხორციელებული ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ, რა თქმა უნდა, გამოყენებულია ახლა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, რათა ხალხში შექმნას პანიკა, რათა ხალხმა არ დაიცვას თავისი არჩევნების შედეგები, მე მინდა ვუთხრა ყველას, რა თქმა უნდა, კოვიდი არის საშიში და მაქსიმალურად გვჭირდება პირადი ჰიგიენის დაცვა, ნიღბების გამოყენება, ხელების დაბანა, მაგრამ ამავე დროს, ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში და თითოეული ჩვენგანის ოჯახის შვილების გადარჩენის საქმეში. კოვიდზე ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, როგორც კი ივანიშვილი გაიწევა გვერდზე, შევქმნით დროებით კოვიდ ადმინისტრაციას და ძალიან სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გამოთქვა, გამყალბებელთა ქვედა რგოლს, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა ნაწილს მიმართა და ინიაციატივით  გამოვიდა, რომ თუ ისინი ხალხის მხარეს ახლა დადგებიან, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ.

მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება, ყველა ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ, ამაში ვარ დარწმუნებული და მინდა ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში, ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი, ნებსით თუ უნებლიეთ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშნველოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა, ბოლოს და ბოლოს თქვენ ყველანი ქართველები ხართ და ნამდვილად არ გვსურს არავიზე რევანში და არავის მიმართ, მე ნამდვილად არ მსურს რომ რაიმე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს იყოს კანონით დამსახურებული. მაგრამ ახლა, სანამ გვიან არ არის, დადექით ხალხის მხარეს, ეს არის ისტორიისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი უბრალოდ ადამიანობისთვის ძალიან მნიშნველოვანი რამ და რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია საქართველოსთვის, – თქვა ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ სანამ, ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს”.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...