მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - 989 თბილისში, 387 აჭარაში და...

საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 989 თბილისში, 387 აჭარაში და 387 იმერეთში გამოვლინდა

Published on

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არ დაფიქსირებულა შემთხვევები.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი – მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში-1 392.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 11 723 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში – 2 735, აჭარაში – 12 427, იმერეთში – 4 025“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...