მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ გამოვიდა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერი, პროტესტი გამოთქვა? როგორც ჩანს, ...

რატომ არ გამოვიდა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერი, პროტესტი გამოთქვა? როგორც ჩანს, არავის უნდა ციხეში წასვლა ავადმყოფი ივანიშვილის და მისი მონა კლოუნების გამო

Published on

დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით განცხადებები გააკეთა ცესკო”-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა და არა კომისიის პრესსპიკერმა, როგორც ეს დამკვიდრებული იყო აქამდე.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს, გიორგი კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ პრესსპიკერი ანა მიქელაძე “უცებ შეუძლოდ გახდა”, რის გამოც, ბრიფინგზე ვერ გამოვიდა.

“მე, როგორც უწყებათაშორის კომისიაზე უკვე წლების მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც კომისიას აწვდის შესაბამის ინფორმაციას, მაქვს აბსოლუტურად სრული უფლება, ხელმძღვანელების დავალების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწოდო მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. მე როგორც ვიცი, ანა მიქელაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა ბრიფინგში ჩართვა”, – განაცხადა კალანდარიშვილმა

კალანდარიშვილის განმარტებამდე, მთავარი არხი დაუკავშირდა ცესკოს, რათა გაერკვია, კონკრეტულად რა გახდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ბრიფინგზე გამოჩენის მიზეზი. მათ 2-ჯერ გვითხრეს, რომ “უბრალოდ, ასე იყო დაგეგმილი” და HR-ის სპიკერობა სხვა არაფერმა განაპირობა. 

ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილის გამოჩენას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, გამოეხმაურა:“HR რატომ აკეთებს თქვენი სახელით განცხადებებს, ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა” – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე. 

ისა და, შემთხვევით პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა და უარი ხომ არ განაცხადა გამპრავებელი დანაშაულებრივი ტექსტების კითხვაზე? HR არა, აწი პირდაპირ ზავხოზი ალაპარაკეთ უწყების სახელით, მაგ რეზულტატებს ჩაქუჩით და ქლიბით თუ გაასწორებთ აწი. ეასეა გენაცვალე, სული ტკბილია, არავის არ უნდა ციხეში წასვლა ავადმყოფი ივანიშვილის და მისი მონაკლოუნების გამო. ვინც ჯერ ვერ მიხვდა, აწი ნელნელა ისინიც გამოაკლდებიან თქვენს რიგებს. ჩამოშლა ქვია ამას” – წერს ნიკა გვარამია

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...