მთავარისიახლეებისაზოგადოება„მირანდა მესხი ციხეში“- ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა...

„მირანდა მესხი ციხეში“- ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა [Video]

Published on

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა აქციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გაყალბებული ოქმები მიიტანეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შენობაში შესვლას და ოქმების გადაცემას საოლქოს თავმჯდომარისთვის, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.  აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, მათ ხელში ეჭირათ პლაკატები „ სირცხვილია“, „ბიძინას ბუტკა“, „მირანდა მესხი ციხეში“, „არ დაგითმობთ“ . ისინი სკანდირებდნენ „მონა“ და მოუწოდებნდენ პოლიციას, რომ ხელი არ აღემართათ ახალგაზრდებისთვის და მიეცათ შენობაში შესვლის საშუალება. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის წინ, ტროტუარზე გააკრეს ოქმები.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...