“მივმართავ ირაკლი კობახიძეს, მე, თამარ კორძაია, პატარა ადამიანებს და პატარა კაცებს არ ვებრძვი, უბრალოდ მეცოდებიან. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და ორგანიზაციას.
ის, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს, რაც ხდება არჩევნების მერე, ენით აღუწერელი დარღვევები და დანაშაულებებია. დანაშაულებრივ ქაოსში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაასწორა მონაცემები.
კომენტარი ირაკლი კობახიძის, რომლითაც ის ხსნის, რომ ეს ადამიანური შეცდომებია, შესაძლოა, იყოს მართალი იმიტომ, რომ ეს დაშინებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული ადამიანები 100%-იანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ ოქმებში გაყალბებულ მონაცემებს და დიახ, შეშინებული ადამიანი ზუსტად ვერ დაწერს ციფრებს…” – ამის შესახებ ბლოკის ,,ენმ-ძალა ერთობაშია” წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ისაუბრა.