მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოყვა

ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოყვა [Video]

Published on

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოდან“ კომისიის წევრი ბესიკ დონაძე 46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, რადგან, მისი მტკიცებით, გაყალბებულია ერთ-ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა. დონაძე ხეომოწერის გასაჯაროებას ითხოვდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. ოლქის თავმჯდომარემ საპასუხო ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც აღნიშნული ამომრჩეველი ამბობს, რომ მან ხმა გადასატანი ყუთის საშუალებით თავად მისცა. რაც შეეხება ხელმოწერას, მესხი ამბობს, რომ ასაკოვან ქალს ხელი უკანკალებს, ამიტომაც მას ხელისმოწერაში დაეხმარნენ. დონაძის თქმით, ვიდეომასალა სახელისუფლებო პარტიისგან ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სუს-ისა და „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებაში ადანაშულებს.

ინციდენტის შმდეგ ბესიკ დონაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.სულ კომისიამ 6 საჩივარი განიხილა. რაც შეეხება 4 344 ბათილ ბიულეტინს, მირანდა მესხის თქმით, აქ არ იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება და ის არჩვნების შდეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

რაც შეეხება გაბათილებულ 4 344 ბიულეტენს, კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ  ბიულეტენების ძირითადი ნაწილის გაბათილების მიზეზი ის არის, რომ მათზე ამომრჩევლის ნება გამოხატული არ იყო.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...