მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

Published on

პროკურტურამ სასამართლოს “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. უწყება მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

“ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, თავისივე საზიანო იქნება. ძალიან მჯერა ამის. სიმართლე მათ მხარეს არ არის, გუნდი, რომელიც ვითომ არჩევნებს ატარებს იარაღის მუქარით, დარბევით და ვითომც არაფერი. აბსოლუტურად მეასე და მეორესე ხარისხოვანია ჩემ ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არა, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო”, – თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს და ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება.

ენმ-ს კიდევ ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი სრულიად არაპროგნოზირებადია, ის აგონიაშია.

“რატომღაც კიდევ ვერ შეიცნო ქართველი ხალხი. არავინ აპირებს არჩევნების მოპარვასა და ყველა დანარჩენ დარღვევასთან შეგუებას. არშეგუების სიმბოლო კი არის ნიკა მელია, რომელიც ვერანაირად ვერ დაიმორჩილა და შეაშინა “ოცნებამ”. მესმის, რომ მათთვის მელიას გამბედაობა ძალიან შესაშურია. ნიკას ვერ შებოჭავენ – ჩვენ მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...