მთავარისიახლეებიპოლიტიკა100 000-ლარიანი გირაო დაპატიმრების სანაცვლოდ - პროკურატურა მელიაზე განცხადებას ავრცელებს

100 000-ლარიანი გირაო დაპატიმრების სანაცვლოდ – პროკურატურა მელიაზე განცხადებას ავრცელებს

Published on

საქართველოს პროკრატურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას, მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევასა და მასზე დაწესებულ 100 000-ლარიან გირაოზე განცხადებას ავრცელებს:

“2020 წლის 03 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევის ფაქტი, კერძოდ: როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 01 ნოემბერს, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას – საქართველოს პარლამენტის სასახლესთან განცხადებების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოახდინა ელექტრონული მონიტორინგის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მოხსნა და მოშორება. ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. დამატებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილია ნიკანორ მელიასათავის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა. მოგვიანებით კი პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა და მელიას 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...