მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსის 89 შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში კორონავირუსის 89 შემთხვევა გამოვლინდა

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 351 ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 114 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 3 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ასევე 2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 1 შემთხვევა გვაქვს ფოთში და 1 შემთხვევა ხობში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან მიაწოდეს.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. ხოლო სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 112 ადამიანი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...