მთავარისიახლეებისაზოგადოებასაარჩევნო უბნებზე ოქმებზე იყო ტექნიკური ხარვეზი, რაც შესწორდა - მირანდა მესხი...

საარჩევნო უბნებზე ოქმებზე იყო ტექნიკური ხარვეზი, რაც შესწორდა – მირანდა მესხი [Video]

Published on

საარჩევნო უბნებზე ოქმების შეწორება და დისბალანსი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განუცხადა. ასევე კითხვაზე, რამდენი ბიულეტენი გაბათილდა და საერთო ჯამში რამდენია მათი რიცხვი, მესხმა გვიპასუხა, რომ საბოლოო  მონაცემები არა აქვს. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, როცა ზუგდიდის საოლქოში ჟურნალისტები არ დაუშვეს, მირანდა მესხმა განაცხადა, რომ ეს  არის ისეთი შემთხვევა, როცა სამუშაო პროცესია და საოლქო კომისიას  აქვს უფლებამოსილება და ეს არ არის დაკვირვების პროცესი.

ზუგდიდის 67-ე  საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საუბნო კომისიის წევრები და თავმჯდომარეები იყვნენ შეკრებილი და გადასწორებული ბიულეტენების საკითხს არკვევდნენ, მედიას და დამკვირვებლებს დასწრების საშუალება არ მისცეს.

დღეს საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვის მეორე დღეა, სულ მესხის თქმით, შესულია 23 საჩივარი და ნაწილი უკვე განხილულია. 46-ე უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენებს ხელახლა გადაითვლის. ასევე ცნობილია, რომ ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს შორის.

მაჟორიტარული: ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 48, 20%, მალხაზ ჯალაღონია(ენმ) – 36, 96%, გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) – 7, 23%.

პროპორციული: “ქართული ოცნება” – 46, 47%, ენმ – 38, 48%,

“ევროპული საქართველო” – 4, 29%. რაც შეეხება საბოლოო მონაცემებს, მირანდა მესხის თქმთ, ის 10 დღეში გამოქვეყნდება.

სიახლეები

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...

შსს- დავაკავეთ მამა, რომელიც 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა

შსს-მ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980...