ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება – “ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა 48.4% მიიღო, “ენმ”-ს კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ კი 36.84%. ოპოზიციის აზრით, არჩევნები დარღვევების პარალელურად მიმდინარეობდა, შესაბამისად დამდგარი შედეგიც საეჭვოა.
“მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი ქართლი ოცნების იყო ძალინ ბევრი დარღვევები, გვქონდა ისეთი დარღვევები, როდესაც გადასატან ყუთში ხელმოწერა გაკეთდა და მისამართზე არავინ მისულა, როცა პრესას არ აძლევდნენ გადაღების საშუალებას, როცა კოვიდის გამო ჩანაცვლებული კომისიის წევრები ვერ შედიოდნენ უბანზე, რადგან დროულად არ მოხდა საბუთების მიწოდება. ძალიან ბევრი საჩივარია დაწერილი და ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები იყო, გამომდინარე აქედან შედეგიც არის საეჭვო” – ამბობს ბესიკ დონაძე, “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი.
სულ ზუგდიდში დარღვევების შესახებ 17 საჩივარი დაიწერა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენას არ ახდენს.