მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში ხმების დათვლა დასრულდა - ოპოზიცია მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს

ზუგდიდში ხმების დათვლა დასრულდა – ოპოზიცია მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს

Published on

ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება – “ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა 48.4% მიიღო, “ენმ”-ს კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ კი 36.84%. ოპოზიციის აზრით, არჩევნები დარღვევების პარალელურად მიმდინარეობდა, შესაბამისად დამდგარი შედეგიც საეჭვოა. 

“მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი  ქართლი ოცნების იყო ძალინ ბევრი დარღვევები, გვქონდა ისეთი დარღვევები, როდესაც გადასატან ყუთში ხელმოწერა გაკეთდა და მისამართზე არავინ მისულა, როცა პრესას არ აძლევდნენ გადაღების საშუალებას, როცა კოვიდის გამო ჩანაცვლებული კომისიის წევრები ვერ შედიოდნენ უბანზე, რადგან დროულად არ მოხდა საბუთების მიწოდება. ძალიან ბევრი საჩივარია დაწერილი და ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები იყო, გამომდინარე აქედან შედეგიც არის საეჭვო” – ამბობს ბესიკ დონაძე, “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი. 

სულ ზუგდიდში დარღვევების შესახებ 17 საჩივარი დაიწერა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...