მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 40 727-ს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში – 369, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 86, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 21.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტი – 503. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...