ამ წუითებში “ოდიშინიუსს” მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა და სუნთქვის უკმარისობა აქვს, ამ დრომდე ელოდება პასუხს, რომ კლინიკაში გადაიყვანონ, თუმცა უშედეგოდ.
“გუშინ გაიკეთა ტესტი დედაჩემმა და დღეს დაურეკეს 2 საათზე და უთხრეს, დაგიდდასტურდაო.სიცხე აქვ, სუნთქვის უკმარისობით იხრჩობა და არავინ ყურადღბას არ გვაქცევს. ამ დრომდე ველოდებით პასუხს. დავრეკე 112-ში და ცხელ ხაზზე და მეუბნებიან რომ ჯერ კიდევ არ გამოსულა თქვენთან სასწრაფოო. ადამიანი იხრჩობა ხალხნო და გვეუბნებიან ვერაფრით დაგეხმარებით, ადგილები არ გვაქვს არც საავადმყოფოში და არც საკარანტინე სივრცეშიო. ახალი ჩამოსული ვართ ზუგდიდში და ვერ შევდივართ სახლში, ქუჩაში ვდგავართ, ინფიცირებულია ადამიანი და ხომ ვერ შევალთ და რა ვქნათ, ან ავადმყოფს რა ვუყოთ, ან ჩვენ გარეთ ხომ დავრჩებით მთელი ღამე-თქო რომ ვუთხარი, მიპასუხეს, კი, გარეთ უნდა იყოთ უსაფრთხოდო…რა ხდება გამაგებინეთ, სადაა ადგილების პრობლემა არ გვაქვსო რომ იძახიან, დამეხმარეთ”- უთხრა “ოდიშინიუსს” მოქალაქემ, რომელიც ჯანდაცვის ცენტრისგან ყურადღებას ითხოვს.