მთავარისიახლეებისაზოგადოება" იხრჩობა და მეუბნებიან, ადგილი არც კარანტინშია და არც სავადმყოფოშიო"- ზუგდიდელი...

” იხრჩობა და მეუბნებიან, ადგილი არც კარანტინშია და არც სავადმყოფოშიო”- ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული პაციენტი დახმარებას ითხოვს

Published on

ამ წუითებში “ოდიშინიუსს” მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა და სუნთქვის უკმარისობა აქვს, ამ დრომდე ელოდება პასუხს, რომ კლინიკაში გადაიყვანონ, თუმცა უშედეგოდ.

“გუშინ გაიკეთა ტესტი დედაჩემმა და დღეს დაურეკეს 2 საათზე და უთხრეს, დაგიდდასტურდაო.სიცხე აქვ, სუნთქვის უკმარისობით იხრჩობა და არავინ ყურადღბას არ გვაქცევს. ამ დრომდე ველოდებით პასუხს. დავრეკე 112-ში და ცხელ ხაზზე და მეუბნებიან რომ ჯერ კიდევ არ გამოსულა თქვენთან სასწრაფოო. ადამიანი იხრჩობა ხალხნო და გვეუბნებიან ვერაფრით დაგეხმარებით, ადგილები არ გვაქვს არც საავადმყოფოში და არც საკარანტინე სივრცეშიო. ახალი ჩამოსული ვართ ზუგდიდში და ვერ შევდივართ სახლში, ქუჩაში ვდგავართ, ინფიცირებულია ადამიანი და ხომ ვერ შევალთ და რა ვქნათ, ან ავადმყოფს რა ვუყოთ, ან ჩვენ გარეთ ხომ დავრჩებით მთელი ღამე-თქო რომ ვუთხარი, მიპასუხეს, კი, გარეთ უნდა იყოთ უსაფრთხოდო…რა ხდება გამაგებინეთ, სადაა ადგილების პრობლემა არ გვაქვსო რომ იძახიან, დამეხმარეთ”- უთხრა “ოდიშინიუსს” მოქალაქემ, რომელიც ჯანდაცვის ცენტრისგან ყურადღებას ითხოვს.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...