გია ხუხაშვილი: მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება

0
362

,,,დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერზე ხელი მოაწერა,მან დაკარგა მორალური უფლება, რომ ხელი გაიშვიროს ვიღაცისკენ, რომ ის რაღაცას ცუდად აკეთებდა. თვითონ პრაქტიკულად არაფერზე უარს არ ამბობს. საბოლოო ჯამში, ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები. ეს დაემართა სამწუხაროდ ადამიანს, რომელზეც მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებდი და მეგობრადაც მიმაჩნდა. ჩემთვის სევდის მომგვრელია, ადამიანი, რომელთან ერთადაც თავის დროზე ამ მანკიერებას ვებრძოდით, თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც, თითქოს ერთად ვებრძოდით“, -ასე გამოეხმაურა ექსპერტი  გია ხუხაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მისი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის აღების შემთხვევაში, სრული 4-წლიანი ვადით მაინც ვერ იქნება.

„ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც ერთ მხარეს იქნება რაოდენობრივი უმრავლესობა რუხი, პოლიტიკურად გამოუცდელი, უმწიფარი, პოლიტიკისთვის უცხო და მეორე მხარეს ჩვენ გვეყოლება უამრავი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამობრძნედილია გინდ ნეგატიური, გინდ პოზიტიური პოლიტიკური გამოცდილებით. დავუშვათ, პროპორცია დალაგდა 60%-40%-ზე ან 55%-45%-ზე, ასეთ მოცემულობაში, ხელისუფლება პარალიზებული იქნება.

ქვეყანა დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ამ დროს პარლამენტში ზის შალვა ნათელაშვილიდან დაწყებული ყველა ლიდერი, რომელიც როგორც რიტორიკით, ასევე პოლიტიკური გამოცდილებით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ბევრად უფრო წონადად გამოიყურება, ერთ მხარეს არის ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური წონა და მეორე მხარეს რაოდენობრივი უპირატესობა. ეს პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური და ამ პრობლემების ფონზე ვადის ბოლომდე ვერ გაატანას. ვადამდელი არჩევნები მაღალი ალბათობით იქნება. ვერც ერთ კანონს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

წინა სტატია“მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ” – გეგა შენგელია [Video]
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ხალხი კი არ მოისყიდეს, საქართველოში ხალხს მოპარეს არჩევნები!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური