ზუგდიდის 89-ე უბანზე 39 ამომრჩეველზე მხოლოდ ერთი, მაჟორიტარების ბიულეტენი გაიცა. არ გაიცემოდა პარტიული ბიულეტენი. ჯამში 39 ამომრჩეველს არ მიეცა უფლება, ხმა მიეცა პარტიისთვის პროპორციულად.
საჩივარი დაწერილია.ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეს დარღვევა ამომრჩეველმა გაახმაურა.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი არჩევნების გაყალბების მცდელობაა.
“კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება, ამომრჩეველზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი ბიულეტენი, მაჟორიტარული და არ გაიცემოდა პარტიული ბიულეტენი, ეს არის არჩევნების გაყალბება, . სისხლის სამართლის დანაშაული”, – თქვა დონაძემ.
მომხდარს უბნის კომისის თავმჯდომარემ შეცდომა უწოდა, ხოლო”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელებმა არჩევნების გაყალბების მცდელობა.
კომისიის თავმჯდომარემ ზვიად კუტალიამ განაცხადა, რომ კომისის არცერთ რეგისტრატორს ეს რატომღაც არ შეუმჩნევია ეს გაყალბების მცდელობა არ ყოფილა ,,მოხდა შეცდომა, რომელიც აღმოიფხვრა”, – განაცხადა მან.