მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგი კაპანაძე: ხობში, ისევე როგორც სხვა საარჩევნო ოლქებში, ყოველწუთიერად ხდება დარღვევები

სერგი კაპანაძე: ხობში, ისევე როგორც სხვა საარჩევნო ოლქებში, ყოველწუთიერად ხდება დარღვევები

Published on

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე ყოველწუთიერად ხდება დარღვევები.

ხობში, მე-12 უბანთან სოფლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი შორენა ბართია აშინებს ამომრჩეველს სოციალური დახმარების მოხსნით, თუ ისინი მმართველ პარტიას არ დაუჭერენ მხარს.

ბათუმში მე-60 და მე-7 უბნებზე ბიულეტენი მოხევის დროს ზიანდება და ევროპული საქართველოს ნომერი ყუაზე რჩება.

სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც თვეში ერთხელ აძლევენ დახმარებას, მაინდამაინც დღეს ურიგებენ და ხელს აწერინებენ.

კრწანისის მე-8 უბანთან დაფიქსირდა ფულის გადაცემა ოცნების კოორდინატორის მიერ.

მარნეულის და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეები მწვანე დედამიწის დამკვირვებლებად  დარეგისტრირდნენ და ამ სტატუსით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან.

ასეთი იაფი ხრიკებით ბუნებრივია ხელისუფლება ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი გასცემს შესაბამის პასუხს.“ – განაცხადა კაპანაძემ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...