მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთში დაწერილია რამდენიმე საჩივარი როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე

ფოთში დაწერილია რამდენიმე საჩივარი როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე

Published on

ფოთში მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრით არასწორად მოხდა პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით, ეს გამიზნულად გაკეთდა.

უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა უბნებს, 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაწერილია რამდენიმე საჩივარი, როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს.

ფოთში არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...