მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ არჩევნები წააგო და აზრი არ აქვს არეულობის მცდელობას...

ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ არჩევნები წააგო და აზრი არ აქვს არეულობის მცდელობას -დავით ბაქრაძე

Published on

ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე უამრავი დოკუმენტირებული საბუთია იმის, როგორ ურიგებენ ამომრჩევლებს ფულს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.

“ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დღეს დარწმუნებული გაკვეთილი, რომ აზრი არ აქვს არეულობის მცდელობას და ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. დილიდან ყველა მოწმე ხართ, საზოგადოების მაღალი აქტივობის, ყველა უბანზე იყო რიგები.

მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა მადლობა, რომელსაც არ შეეშინდა არც კოვიდის და არც ზეწოლის და ხმა მისცა ამ ქვეყანაში ცვლილებებს.

იმ ადამიანებს კი, მოვუწოდებ, ვინც სახლშია, დღეს არის დღე, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს წინ, ან უნდა დაგვტოვოს ჭაობში. ამიტომ, მოდით მშვიდად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე და “ქართული ოცნება, რომელიც ფულის დარიგების იმედად არის დარჩენილი, მშვიდობიანად გავისტუმროთ სახლში.

დღევანდელი დღე უნდა იყოს საქართველოს წარმატების დღე.

ამ არჩევნებზე არის უამრავი დოკუმენტირებული რაოდენობა იმის, როგორ ურიგებენ ამომრჩეველს ფულს. ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა ის რასაც გაძლევენ ღმერთმა შეგარგოთ, რადგან ეს ფული, არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, ეს არის ბიუჯეტის ფული,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...