მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი საარჩევნო პროცესს მარნეულში გაეცნო

კელი დეგნანი საარჩევნო პროცესს მარნეულში გაეცნო

Published on

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანს ესტუმრა. ის არჩევნების პროცესს გაეცნო.

მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ხმის მიცემის თავისუფლება, რომ აირჩიონ ლიდერები და შემდეგ მათთვის ანგარიშვალდებულების დაწესება, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს ხმების მოსყიდვას, ამომრჩევლის დაშინებას, არავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღოს.

აშშ-ის საელჩოს საქართველოში 75-ზე მეტი ადამიანი ჰყავს, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, მონიტორინგს უწევენ მედიის გაშუქებას, კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რადგან ეს მნიშვნელოვანი დღეა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები ამ დღით იამაყებენ. რასაც ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო. ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მომზადებულიყო დღევანდელი დღისთვის და რომ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოდ მიიღოს კოვიდის პირობებში. თუ შეიძლება, მიდით არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...