მთავარისიახლეებისაზოგადოებაიზოლაციაში მყოფი პირები, მიუხედავად ქსელში დარეგისტრირებისა, ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ

იზოლაციაში მყოფი პირები, მიუხედავად ქსელში დარეგისტრირებისა, ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ

Published on

იზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც გადასატანი ყუთის სიაში დარეგისტრირდნენ, ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ზუგდიდელი ბაკურ ხუბულავა, რომელიც თვითიზოლაციაშია, წერს, რომ თითქოს მოგვარებული პრობლემა სნამდვილეში ისევ პრობლემად დარჩა და მას და მისი ოჯახის სხვა წევრებს ხმის მიცემის უფლება შეზღუდათ.

“21-დან როგორც კი იზოლაციააში გადავედი, დავიწყე ზრუნვა რომ ჩემი ხმა არ დაკარგულიყო.

24-ში ჩავაწერინე, ჩემი და ჩემი ოჯახის მონაცემები, მაშინ მითხრეს რომ სიები ჯერ გამოგზავნილი არ იყო. დავრეკე ჯანდაცვაშიც, ლაბორატორიასაც გამოვაგზავნინე იურიდიული დოკუმენტი კოვიდ ტესტზე.
26-ში ისევ დავრეკე ცესკოში, ოპერატორს ვთხოვე გადამოწმება, ცესკოს წარმომადგენელმა დამიდასტურა, რომ ჩვენი განაცხადი მიღებულია და 31-ში ყუთს მომიტანენ სახლში.

დღეს საღამოს, ჩემს ოლქში გადავრეკთ და მითხრეს, რომ არცერთი არ ვართ სიაში, ბუნებრივია ყუთსაც ვერ მოგვიტანენ.

დავრეკე ცესკოში, ოპერატორი მეუბნება, რომ ახლა ვერ გადაამოწმებს და ეს მის კომპეტენციას სცდება.

ამ კვირაში, სამჯერ დავრეკე ცესკოში, სასამართლომდეც გამოგყვებით, ჩემი განხორციელებული ზარების ამოღებასაც მოვითხოვ და სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, მაგრამ ეგ გვიან იქნება.

ხვალ, მე-ბაკურ ხუბულავას, დედაჩემს- მანანა ნარსიას და მამაჩემს- ვალერიანე ხუბულავას უნდა მოუტანოთ ყუთი. ყველანაირი წინაპირობა შევასრულე, რომ ჩემი ხმა არ დაკარგულიყო. არ მაინტერესებს როგორ, ხვალამდე გამოასწორებთ ხარვეზს. თუ გირჩევნიათ იზოლაცია დავარღვიო და წავიდე არჩევნებზე? იცოდეთ, არ გამიჭირდება, ხარივით ჯანზე ვარ!”- წერს ბაკურ ხუბულავა

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...