მთავარისიახლეებიპოლიტიკაგლდანში ნიკა მელიას ორჯერ მეტი ხმების რაოდენობა აქვს, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს

გლდანში ნიკა მელიას ორჯერ მეტი ხმების რაოდენობა აქვს, ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ნიკა მელია დამაჯერებლად იმარჯვებს, რის შედეგადაც ხელისუფლებას, მისივე თქმით, ხელისუფლებას პანიკა აქვს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი გლდანში არჩევნებს აგებს და ნიკა მელიას ორჯერ მეტი ხმების რაოდენობა აქვს.

“აგებს არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი გლდანში, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს ნიკა მელია, დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა აქვს ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს და შესაბამისად აქვთ პანიკა. შეხედეთ პოლიციის მობილიზაციას, შეხედეთ რა რაოდენობით პოლიციელია მოსული და ეს არის თავისუფალი სახელმწიფო და ქვეყანა თქვენი აზრით? რომელ ცივილიზებულ სახელმწიფოში ტარდება არჩევნები ასე? კრიმინალებს რომ ჩართავ არჩევნებში და კრიმინალებს რომ ჩაატარებინებ არჩევნებს, აი ეს არის შედეგი.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია გლდანის მაჟორიტარულ ოლქს იგებს ძალიან დამაჯერებლად, შესაბამისად ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკვე სასოწარკვეთილი პანიკის რეჟიმში, როდესაც ფაქტობრივად არჩევნების ჩაშლას ცდილობენ და ცხადია, რომ მათ ამის შესაძლებლობას არავინ მისცემს, ამიტომ მოვედი მე აქ და ამიტომ არიან დამკვირვებლები, მათ შორის ჩვენი პარტიისა და სხვა პარტიის წარმომადგენლები, საერთაშორისო დამკვირვებლები. ძალიან სწრაფ რეჟიმში ვაყენებთ საქმის კურსში ყველა შესაბამის საელჩოს,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...