იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ზუგდიდმა ყველაზე მეტი ხმა მისცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას – ძალა ერთობაშიას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა.
„შეიძლება ითქვას, რომ იყო ტოტალური გაყალბება. ძირითადი შედეგი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის რუსულ ოცნებას. იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ზუგდიდმა ყველაზე მეტი ხმა მისცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას – ძალა ერთობაშიას”.
როგორც ვიცი, ჯერ არ გამოცხადებულა მაჟორიტარულ ოლქებზე ეგზიტპოლის შედეგები, დაველოდოთ“, – განაცხადა ჯალაღონიამ.