მთავარისიახლეებისაზოგადოებახუთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ მაგისტრალზე

ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ მაგისტრალზე

Published on

ავტოსაგზაო შემთხვევას ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. შემთხვევა მცირე ხნის წინ, გორის სიახლოვეს მოხდა. მიკროავტობუსში ისხდნენ თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ. მათი ვინაობა დადგენილია,მაგრამ არ ხმაურდება იმის გამო, რომ ეს სამწუხარო ამბავი მათმა ოჯახებმა ჯერ არ იციან

თერთმეტი დაშავებული გორმედის კლინიკაშია გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი უკნიდან შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანები ფანჯრებიდან გადმოცვივდნენ.

ავტოავარიის ადგილზე ამჟამად პოლიცია მუშაობს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...