მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო [Video]

Published on

ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას. ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და სტუდენტები ესწრებოდნენ. ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას და, შესაბამისად, მეტი პროფესიული მიმართულების სწავლებას ნიშნავს. პროფესიული კოლეჯისთვის ორ სართულიანი თანამედროვე არქიტექტურული  სტანდარტის შენობა აშენდება. სასწავლო აუდიტორიები გათვალისწინებული იქნება, საშუალოდ, 10-15 სტუდენტზე, ჯამში კი, პროფესიულ სასწავლებელში 250 სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას.

პირველ სართულზე განთავსებული იქნება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე , რეპორტიორობის – ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტერული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე, ნაწილობრივ, – კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალი და მზარდია.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...