მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონა თბილისისკენ დაიძრა

ზუგდიდიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონა თბილისისკენ დაიძრა [Video]

Published on

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ” დღეს, 29 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. დასკვით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მიდიან. “ზუგდიდიდან აქციას 1200 ადამიანი, ხოლო რეგიონიდან 10000-მდე მხარდამჭერი შეუერთდება”- ამის შესახებ პარტიის ზუგდიდის ქალაქის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა. შტაბთან დილიდან დაიწყეს შეკრება მხარდამჭერებმა და პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა. კოლონა დილის 9 საათზე დაიძრა და რუსთაველზე 18:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

“ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ გზავნილები და ვუთრხათ მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია 31 ოქტომბრის არჩევნები..ველოდებით გამარჯვებას”- განაცხადა თეიმურაზ ბასიალაიამ. მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, დაცულია ყველა უსაფრთხოების ზომა, თითოეულ მოქალაქეს ურიგდება პირბადე, ყველა სამარშუტო მანქანაში არის სადეზინფექციო ხსნარი და ასევე, როგორც ბასიალაიმ განაცხადა, რუსთაველზეც დაცული იქნება რეგულაციის წესები.

“მივდივართ, რომ ვუთხრათ უარი ოლიგარქ ივანიშვილს, ვერაფერი ვერ გააკეთა ხალხისთვის, ქვეყნისთვის.არ ამართლებს ერთპარტიული მმართველობა, ეს უნდა დასრულდეს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა”- განაცხადა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...