მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის, მზად არის ვიყოთ ისევ ერთ...

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის, მზად არის ვიყოთ ისევ ერთ ერთი ყველაზე მაგარ ქვეყანა მსოფლიოში

Published on

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უკრაინიდან მიმართა:

საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის და 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის, მზად არის ვიყოთ ისევ ერთ ერთი ყველაზე მაგარ ქვეყანა მსოფლიოში – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორე მისი შეთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით და პირობა მისცა საჯარო მოხელეებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არ იქნება მათ დევნა და სამსახურებიდან მასიური გათავისუფლება. 

7 წელზე მეტია არ მინახავს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მუდმივად თან ვატარებ მას, მუდმივად გეფერებით, ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყნის განსაკუთრებული შვილები, არ არ ვართ დაბადებული მაჩანჩალებად…ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და ნიჭიერები, ყველაზე გამბედავები, შეუპოვრები, გიჟები სწორ გაგებით, ჩვენ ვართ გიჟები როცა საქმე ეხება დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას.

31-ში ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის გაერთიანებას…მინდა ვუთხრა “ოცნების” მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას.

მესამე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს 31 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი . მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებამდე და “ქართული ოცნების” დამარცხებამდე რამდენიმე დღე რჩება, რომელიც ქვეყანამ მშვიდობიანად უნდა გადააგოროს:

წავიდეთ არჩევნებზე, გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი და მისი გუნდი და გავაგრძელოთ განვითარება. ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს კაბინეტი, მაგრამ მაინტერესებს რომ საქართველო წავიდეს წინ, მაინტერესებს რომ ვიყოთ ერთ ერთი ნათელი წერტილი პლანეტის მასშტაბით და აღარ იყოს შიმშილი და გაუსაძლისი პირობები ხალხისთვის, მაინტერესებს ავაშენოთ ლაზიკა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ახალი ტექნოლოგიები. საქართველო არის 2 დღის მანძილზე დიდი გარღვევისგან” ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ მოუწოდებს “არ წაუცდეს ხელი გაყალბებისკენ”, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტის თქმით, “პასუხი იქნება ძალიან მკაცრი”.

გავატაროთ მშვიდობიანად რამდენიმე საათი, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ქვეყანა ახალგაზრდებს. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...