მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით, მომავლის გეგმებით - გრიგოლ ვაშაძის მიმართვა მხარდამჭერებს

გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით, მომავლის გეგმებით – გრიგოლ ვაშაძის მიმართვა მხარდამჭერებს

Published on

ენმ- გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ საარჩევნო შეხმედრაზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მიმართა.

„8 წელიწადი, თითქმის 3 ათასი დღე, 70 ათასი საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა. ხომ ამოგივიდათ ყელში? 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას? ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ჯანდაცვას, მედიცინას, იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ… გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით“,-განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არ იქნება რევანში, შურისძიება და საჯარო მოხელეების გათავისუფლება სამსახურებიდან:

“არცერთი საჯარო მოხელე, არცერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის, ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს, ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტინაული მოვალეობა.” მიმართა ვაშაძემ მხარდამჭერებს და მოუწოდა არ დარჩნენ სახლში და ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...