მთავარისიახლეებიპოლიტიკაარის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელსაც რა ფულიც არ უნდა...

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელსაც რა ფულიც არ უნდა შესთავაზონ საქართველო გაყიდოს?” , რა თქმა უნდა არა- პაატა ბურჭულაძე

Published on

ენმ- ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკებილ მხარდამჭერებს მოსფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ მიმართა. ბურჭულაძემ ყურადღება კარტოგრაფების საქმეზე გაამახვილა და თქვა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, 2 პატრიოტი მეცნიერი ციხეში გამოკეტა:

” საქართველოს გაყიდვის ბრალდებით პატრიოტი ადამიანი ივერი მელაშვილი ციხეში ზის და მის კავშირს ადგენენ მიხეილ სააკაშვილთან რომ ერთად ყიდიდნენ საქართველოს ვისაც გვიყვარს მიშა და არ გვიყვარს მიშა, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელსაც რა ფულიც არ უნდა შესთავაზონ საქართველო გაყიდოს?” , რა თქმა უნდა არა, და ამავე დროს დასვით შეკითხვა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება გაყიდოს საქართველო დიდ ფულზე და პასუხიც ნათელი იქნება.” – თქვა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ “ქართულ ოცნებას” საქართველოს შიდა მტერი უწოდა და კიდევ ერთხელ გაიხსენა, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები:

” საქართველოს ისტორიის მანძილზე არ მახსენდება არც ერთი შიდა მტერი ისეთი, როგორიც ქართული ოცნებაა, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ბიძინა ივანიშვილის და მისმა დამონებულმა მთავრობამ თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და რომლისთვისაც საქართველო არ არის სამშობლო, თავზე დაგვასვა პრემიერი, რომელიც გვასწავლის როგორ უნდა ვიყოთ პატრიოტები და ამავე დროს, გულანთებულ და ახალგაზრდა პატრიოტებს თვალები დათხარა და სისხლი დაღვარა” – თქვა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას ონლაინ ჩაერთო, რადგან საქართველოში საკარანტინო შეზღუდვების გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ხმას არჩევნებზე საზღვარგარეთ აძლევს.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...