მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: ლელოს არ სურს რევანში. ჩვენი მტერი არ არის ჩვენი პოლიტიკური...

მამუკა ხაზარაძე: ლელოს არ სურს რევანში. ჩვენი მტერი არ არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენი მტერი მის მიერ შექმნილი მძიმე რეალობაა

Published on

ლელომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას, რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, მათ შორის რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო, რომელსაც პარტიის ლიდერები უძღვებოდნენ.

ღონისძიების მსვლელობას დისტანციურად ჩაერთო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. რომელმაც მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდა და ლელოს შემაჯამებელ აქციაზე დასწრებისთვისა და პარტიის გულშემატკივრობისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით ლელოს გზა არ გადის სიძულვილსა და აგრესიაზე, რადგან „ლელო“ არ ებრძვის ცალკეულ პიროვნებებს. ლელოს არ სურს რევანში. ჩვენი მტერი არ არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენი მტერი მის მიერ შექმნილი მძიმე რეალობაა.

“ჩვენი მტერი უმუშევრობა და ინფლაციაა, ჩვენი მტერი ბავშვთა შიმშილიანობაა, ნაგვის ურნებში სარჩოს მაძიებელი მოხუცების ყოფაა, ჩვენი მტერი განმუხურსა თუ ერგნეთთან გავლებული მავთულხლართებია. ჩვენი მტერი გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, ჩვენი მტერი მზარდი კრიმინალი და კორუფციაა. შენ შეგიძლია ამ მტრის დამარცხება ლელოს ახალი, ძლიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანების გუნდთან ერთად. ლელოს ახალი მარშალის გეგმით, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამით. ჩვენ ერთად შევძლებთ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვალოთ ქვეყანა, ერთად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი საშუალო ფენა, გავაორმაგოთ ეკონომიკა, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, მივცეთ ადამიანებს საუკეთესო სასამართლო, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, დავუბრუნოთ მათ ღირსება და კეთილდღეობა.

ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძველ, წარსულ ხელისუფლებაზე, რომელიც აღარ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ახლანდელ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და ავირჩიოთ ახალი ძალა, ალტერნატიული ძალა. სწორედ ლელოა ერთადერთი ალტერნატივა. ჩვენი პარტია არის სახალხო ძალა თავისი კონკრეტული გეგმით და მომავლის სწორი ხედვით. ერთად გავიმარჯვოთ!”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...