მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არიან ბეჟან გვაზავა და გურამ ქარჩავა რომელთა ლიკვიდაცია იგეგმებოდა იმ...

ვინ არიან ბეჟან გვაზავა და გურამ ქარჩავა რომელთა ლიკვიდაცია იგეგმებოდა იმ მიზნით, რომ ეთქვათ, სპეცოპერაციის შდეგად ტერორისტი ავიყვანეთო

Published on

მთავარი არხის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ეთერში  განაცხადა, რომ ნამდვილი თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცი ბადრი ესებუა იყო, ხოლო თავდასხმას სულ სხვა ადამიანს ბეჟან გვაზავას ტენიდნენ, რომელსაც ლიკვიდაცია ელოდა აყვანის დროს, და როცა ეს ყველაფერი “მთავარმა არხმა” გაასაჯაროვა, მიხვდა, მის თავს რა ხდებოდა და ნიკა გვარამიას მადლობას უხდის მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

ბეჟნ გვაზავა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ძალიან სამწუხაროდ ჩემთვის, გიორგი გამსახურდია “ავერბორკებდა”, რომელიც ახლა არის სამეგრელოში. ბეჟან გვაზავაც ძველი ზვიადისტია და ის მიუგზავნეს, გვაზავამ უარი თქვა და მერე უკვე, რაც მოხდა ჩვენს ეთერში იქედან მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს და თქვა, რომ სიკვდილს გადავარჩინეთ, იმიტომ რომ აიღებდა საკუთარ თავზე თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია, ყოველგვარი შეთანხმების დარღვევის გარეშე და იტყოდნენ, რომ  აიყვანეს სპეცოპერაციის შდეგად ტერორისტი, – თქვა სპეციალურ ეთერში ნიკა გვარამიამ.

“როცა გვაზავასთან არ გაუვიდათ, კიდევ ერთი ადამიანი, გურამ ქარჩავა მოძებნეს, რომელზეც უნდა გაევრცელებინათ მერე ინფორმაცია, რომ ყოფილია ნაცია, რადგან 2012 წელს გაუშვეს ჯარიდან

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...