რუსთავში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება ,,რუსთაველების” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებლები, ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,რამდენიმე დღის წინ, რუსთავში გაიხსნა მერაბ კოსტავას მემორიალი, ხოლო დღეს – ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში. ამით, ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჩვენს შვილებს კი ვასწავლით, რომ უნდა ახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მისი გმირები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.