მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: 8 წელი ივანიშვილი გვყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. 31 ოქტომბრის შემდეგ...

მიხეილ სააკაშვილი: 8 წელი ივანიშვილი გვყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. 31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი ჩვენს დღევანდელ მეტოქეებს და ვუთხრათ დავივიწყოთ წარსული მტრობა, ყველანაირი ბოღმა ერთად ვაშენოთ მომავალი

Published on

ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ დაე ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირკიტაძის წარდგენაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში გაკეთდა.

“ყველაფერი არის გაკეთებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის  გაფუჭებულია. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ქვეყანაში ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების დროა, ისევ აღმშენებლობის დროა და ვის შეუძლია აღმშენებლობა თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს. გული გულს, მხარი მხარს, ერთმანეთის გვერდზე დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერი გამოგვივა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა 2012 წლის კატასტროფა.

მინდა მივმართო ყველას, მათ შორის მათ ვისაც ჩვენთვის ხმა არ მოუცია – მეგობრებო, ახლა დგება დრო საქართველოს ხელახლა გაერთიანების და შეკრების. 8 წელი ივანიშვილი გვყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად ჩვენს დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ დავივიწყოთ წარსული მტრობა, ყველანაირი ბოღმა და მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გამთლიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი. ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალა, პატიების ძალაც, მოწინააღმდეგეებისთვის ხელის გაწოდების ძალაც და ჩვენ გვაქვს ყველასთან ერთად ახალი საქართველოს შენების ძალა”, – განაცხადა .მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...