მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბიშვილის ,,თავანკარა'' ქართული თუ ,,გუგლის'' ყოვლად გაუგებარი თარგმანი

ზურაბიშვილის ,,თავანკარა” ქართული თუ ,,გუგლის” ყოვლად გაუგებარი თარგმანი

Published on

გამიკვირდა ( თუმცა, მგონი, ნელ-ნელა არაფერი აღარც მიკვირს! ) როგორ “პიპინიც” კი გააშუქეს ყველაფრის (ზუგდიდში მომხდარის) მიუხედავად …. მაგრამ არც ერთი სიტყვა ასეთ ნამდვილად ისტორიულ მოვლენის შესახებ![სტილი დაცულია] – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის Facebook-პოსტის მინაწერში

მაღლაფერიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ დაწერა: არადა, ამასობაში, დღეს ძალიან მაგარი რამ მოხდა, ახალი უნივერსიტეტი დაარსდა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი!

საუბარია მედიაში ზუგდიდში საქართველოს ბანკში ყაჩაღის შეჭრისა და მძევლების აყვანის აქცენტირებაზე, როცა არავინ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნისთვის ხელისუფლების შემკობა გვირგვინებით იმ დოზით, როგორც ეს აწყობდათ იქ, მაღლა, არავის ცხელოდა, მით უფრო, რომ გახსნის ცერემონიალის გადადებაც არ იყო პრობლემა ვითარების განმუხტვამდე, სადაც რ წელი, იქ ერთი დღეც განიმუხტებოდა.

როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანა – პრეზიდენტსა და მაღლაფერიძეს ივანიშვილის მიერ 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას დაპირებული უნივერსიტეტის გახსნა მხოლოდ რვა წლის შემდეგ ( არადა მმართველობის პირველივე წელს უნდა მომხდარიყო) უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ჰგონია, ვიდრე საბედისწერო ამბავი, რომელსაც შეიძლება ოცი ადამიანის ( თავდამსხმელის ჩათვლით) სიცოცხლე შეწირვოდა.

რაზე გოდებენ თუ ღლიცინებენ სალომე და ვასილი, ვის რაში ჭირდებოდა უნივერსიტეტის გახსნის გადაფარვა , გაუგებარია.

თუმცა არაფერია გასაკვირი იმ ქვეყნის ხელისუფალთაგან და მათ მაამებელთაგან, რომელთაც საქართველო აქციეს ქვეყნად, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ერთი თეთრის ფასიც არა აქვს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ქართულს, შეიძლება პრიზიც კი დაწესდეს მისთვის, ვინც ამ რებუსს ამოხსნის.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...