მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდამსხმელი "საქართველოს ბანკამდე" 112-ის თანამშრომელმა მიიყვანა

თავდამსხმელი “საქართველოს ბანკამდე” 112-ის თანამშრომელმა მიიყვანა [Video]

Published on

ცნობილია ვინ მიიყვანა ზუგდიდის ცენტრში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით. დავით მატუა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის თანამშრომელია. მისი ძმა ბაჩანა მატუა ამბობს, რომ შეიარაღებული პირი მას სოფელ კოლხიდასთან, ხიდს ქვემოთ  დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე მიეყვანა.

როგორც ბაჩანა მატუა ამბობს, შეიარაღებული ადამიანი დავით მატუას ეუბნებოდა, რომ ზედმეტი დიალოგის გარეშე წასულიყო და პირი ქალაქამდე წაეყვანა. კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა პოლიციას მატუამ ამის შესახებ, მისი ძმა ამბობს, რომ როგორც კი უცნობი მანქანიდან ჩამოვიდა, დავითმა 112-ში დარეკვა დაიწყო, ხოლო შემდეგ კი სამსახურის უფროსს შეატყობინა.

ბაჩანა მატუას თქმით,მისი ძმა პოლიციაში უკვე გამოიკითხა და მას გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...