მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ტაძრებში ე.წ საკარანტინო დისტანციის დაწესება და შიდა სივრცის დეზინფექცირება მკრეხელურია''...

,,ტაძრებში ე.წ საკარანტინო დისტანციის დაწესება და შიდა სივრცის დეზინფექცირება მკრეხელურია” – მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის განცხადება

Published on

 მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც თავისი არსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების ექსტრემისტულ დაჯგუფებას წარმოადგენს, ავრცელებს განცხადებას, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიას “ცრუ პანდემიას” უწოდებს

ამასთან, მღვდლები ეწინააღმდეგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მიღებულ იმ საკარანტინო ზომებსაც კი, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკის გამო. 

“მკრეხელურია ტაძრის შიდა სივრცის, ხატების, განსაკუთრებით კი საკურთხევლის დეზინფექცირების ზომების, ასევე ტაძრებში ე.წ საკარანტინო დისტანციისა და მსგავსი ღვთისმბრძოლი საკარანტინო ზომების დაწესება. ტაძარი ისეთი ადგილია, სადაც საიდუმლოებებისა და მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვით, ყველაზე მეტად მოქმედებს ღვთის ხელთუქმნელი მადლი. ეს კი გამორიცხავს ინფექციის გადაცემის შესაძლებლობას”. – ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...