მიხეილ სააკაშვილი: ,,მე მინდა, რომ საქართველო იყოს მსოფლიოში საუკეთესო, ამ გაგებით მე ვარ ძალიან ამბიციური”

0
407

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,, მთავარი არხის გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა მომავლის ხედვაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივა, უზარმაზარი მომავალი აქვს. 

მე ამ გაგებით ვარ ძალიან ამბიციური, მე მინდა რომ საქართველო იყოს მსოფლიოში საუკეთესო. ამას [ივანიშვილს] უნდა, რომ პატარა სოფელი იყოს, საქართველოს მოდელი, როგორც თვითონ გამოგვიცხადა, საჩხერე და ჭორვილა, კაი ხალხია საჩხერეში, ცხრუკვეთი არის ჩემი სოფელი, ერთ-ერთი საჩხერის გვერდით, მაგრამ რომ გამომეცხადებინა მე თავის დროზე, რომ სინგაპური და დუბაი კი არა, ცხრუკვეთიზაციას გიპირებთ საქართველოში მეთქი, ხომ დამცინებდით, აბა ამ ბრიყვს რატომ ვაბედინებთ ამდენს” – თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს არჩევნების გააყალბებისთვის.

“ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები გააყალბოს, ეს ჩვენ ვიცით. პირველი რაც უნდა ვქნათ, ეს არის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ ყოველი არმისული ეს არის ივანიშვილისთვის დამატებითი მიცემული ხმა, არჩევნების გაყალბებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ პრეზენტაციას, მონიტორინგს კარუსელების წინააღმდეგ, ეს არის ძალიან თანამედროვე სისტემა, უკრაინელი IT სპეციალისტების, რომლებიც ინგლისსა და ამერიკაში მუშაობენ ძირითადად, ჩვენი მეგობრები არიან, პრაქტიკულად ნოლზე დაჰყავთ, მარტო სახეებით კი არ ცნობენ, სახეზე შიძლება ნიღბები აიფარონ ამათ ან გრიმი გაიკეთონ, სხეულის მიხვრა-მოხვრით შეიძლება ამოცნობა ამომრჩევლის, ორჯერ ვინც მივა ხმის მისაცემად”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი 

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების წინ ჩანაწერების გამოქვეყნებას ელოდება, თუმცა მისი თქმით, ივანიშვილის ხრიკები უკვე ყველასთვის დღესავით ნათელია.ჩემს დროს არჩევენების წინ საავადმყოფოები, თანამედროვე კომპლექსები იხსნებოდა და სამუშაო ადგილები იქმნებოდა, ახლა კი სისხლის სამართლის საქმეები, ისტერიკა და ჩანაწერების გამოქვეყნება ხდება.

“აუცილებლად გამოაგდებენ ჩანაწერებს, აუცილებლად მოიგონებენ რაღაცას, რამდენჯერ უნდა აგვაგდოს ფინთი გოიმივით, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს ერთიდაიგივე სალაფავი, ხომ ყველა მისი ხრიკი ყველასთვის დღესავით ნათელია. აქ საუბარი იმაზე კი არ არის ვინ ტელეფონზე ვისთან რა ილაპარაკა, ან ვინ ვისთან საქმე დაიჭირა ან არ დაიჭირა, ჩაეხუტა, აკოცა, თუ კიდევ არ ვიცი. აქ საქმე არის იმაზე, ჩვენ შვილებს და ჩვენ მომავალს, ჩვენ ახლობლებს, ჩვენ ოჯახებს, ჩვენი პასიურობით ვართმევთ მომავალს თუ ჩვენ ჩვენს საქართველოს ვუბრუნებთ აწმყოს და მომავალს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა

მესამე პრეზიდენტის თქმით, ძალიან ცოტა დრო რჩება მობილიზაციისთვის, რადგან საკითხი ქვეყნის ყოფნა – არ ყოფნაზე დგას და რომ ამ ბრძოლაში ქვეყნის გადარჩენისთვის უკან დახევას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილმა 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკში მომხდარი თავდასხმაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას რომ სურვილი ჰქონდეს, ძალიან მარტივად დააკავებს მას.

“პოლიციის მინისტრი ამბობს, რომ 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, ეს ნიშნავს იმას, რომ ვეუბნებით, მიდით და მოითხოვეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ, მიდით დახვდით სადარბაზოში, ჩამოგლიჯეთ კისრიდან კულონები. შევარდით წაართვით, დააუთავეთ, აი ეს არის პირდაპირი მისი სიტყვიდან, რომ მოეთხოვა კრიმინალს, ათივეს მივცემდით, ითარგმნება ეს მასობრივად მოდებულ კრიმინალის ენაზე, ზუსტად ამ სიტყვებით. მე დარწმუნებული ვარ ეს კრიმინალი ძალიან ადვილი დასაჭერია, თუ აქვთ სურვილი შეუძლიათ დღესვე დაიჭირონ, ხვალვე დაიჭირონ, თუმცა, ფულის ამოღება ბევრად უფრო რთული იქნება”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი 

მისი თქმით. ზუგდიდის ეპიზოდი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “ოცნებამ  თვალსა და ხელს შუა “აგვახია” სახელმწიფო .

“თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო, ჩვენ შევქმენით, იშვიათად ამ რეგიონის ქვეყნებში ნამდვილად ფუნქციონირებადი თანამედროვე სახელმწიფო, ქართველ ხალხს ჰქონდა ამ სახელმწიფოს იმედი, იმედი იმის, რომ მანქანა შეიძლება არ დაგეკეტა და დაგეტოვებინა, იმას რომ მშვიდად შეგეძლო შვილები გაგეშვა ქუჩაში. იმას რომ სადღაც ბანკს თუ სახლში შეინახავდი ფულს არავინ არ მოვიდოდა და არ წაგართმევდა და ეს ყველაფერი პრაქტიკულად ჩამოგვეშალა, ჩამოგვეშალა არა მხოლოდ ამ ზუგდიდის ეპიზოდზე, ეს ხომ ერთ-ერთი ფაქტია. ბევრად მეტი, ბევრად უფრო ფართოდ გაშილი ფრონტია ეს კრიმინალის ყველა მხრიდან, პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმებულია” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატიაელისო კილაძე: მძარცველი იდენტიფიცირებულია, მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია
შემდეგი სტატიასოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში ისევ ხანძარი გაჩნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური