მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ...

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს

Published on

 ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”- ს მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შემაჯამებელ შეხვედრაში   სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.

,,ამ ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს.- მიმართა მან ამომრჩევლებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ნიმუშად რჩება გელათის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა.

„ახლოვდება და იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათ სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი, არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ. გელათის ცინკის სახურავი, ასევე ძროხებით შემორტყმული საქართველოს და არა ქუთაისის პარლამენტი, უამრავი სხვა მიშვებული, ჩამოძენძილი პროექტები, მათ შორის წყალტუბოში მსოფლიო კლასის სასტუმროები. რუდუნებით, მთელი მსოფლიო მოვიარე და ვთქვი, რომ სწორედ ქუთაისიდან იქნებოდა ყველაზე მაგარი სასტუმროები მსოფლიოში. ახლა ყველაფერი არის დანგრეული, გაჩერებული, ყველაფერი არის ამ 8 წლის უძრაობის სიმბოლო. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი ამბიცია – აღმშენებლობა, სწრაფი წინსვლა. მინდა ბოდიში ხელახლა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ამ დღეში აღმოვჩნდით, რადგან მეც ვხედავ ამაში ჩემს პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ 8 წელი, რომელიც დავკარგეთ, უნდა ავინაზღაუროთ მაქსიმუმ 2 წელიწადში, რადგან 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი სისწრაფით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი და ეს ასეც იქნება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...