მთავარიUncategorizedხათუნა გოგორიშვილი: ,,ნუ შეგვეშინდება ამ ორი ვირუსის - არც კოვიდის და არც...

ხათუნა გოგორიშვილი: ,,ნუ შეგვეშინდება ამ ორი ვირუსის – არც კოვიდის და არც „ქართული ოცნების“

Published on

,,ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეშინდება იმ ორი ვირუსის, რაც დღეს არის ქვეყანაში, არც კოვიდის გვეშინია გურულებს და არც „ქართული ოცნების“, არც მათი დაშინების. ისინი ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ეს ქვეყანა იქნება ნორმალური, წარმატებული, გურია იქნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონი და და ჩვენ ყველა ამას ერთად გავაკეთებთ.“ – განაცხადა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილმა ოზურგეთში გურიაში მისი წინასაარჩევო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთში გაიმართა.

,,დღეს გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა, უმუშევრობას ემატება მიგრაცია, ცარიელდება სოფლები და ქალაქები, ახალგაზრდები აღარ არიან აქ, ვერ პოულობენ სამსახურს, რადგან ნეპოტიზმია გაბატონებული, ამას ემატება სიღარიბე, სიდუხჭირე, ამას ემატება აუტანელი ფასები წამლებზე, ყოველდღიურ პროდუქტებზე, რომლებიც ყოველდღე ძვირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება ძალიან მალე და ეს ცვლილებები შეიძლება დაიწყოს ძალიან მალე.31 ოქტომბრის არჩევნები არის განსაკუთრებული არჩევნები, რომელმაც უნდა მოუტანოს ქვეყანას აღმშენებლობა, ეკონომიკის გაცოცხლება და მოქალაქეების კეთილდღეობა.ცვლილებები უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად, ერთად აუცილებლად შეცვლით ამ ქვეყანას და ცვლილებები დაიწყება 31 ოქტომბრიდან. განაცხადა მან

შეხვედრაზე ხათუნა გოგორიშვილი პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ წარადგინეს

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...