მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ თავი არავინ იგრძნოს დამარცხებულად“ - გრიგოლ ვაშაძე

„ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ თავი არავინ იგრძნოს დამარცხებულად“ – გრიგოლ ვაშაძე

Published on

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.აქვე მოხდა უთაისის მერობის კანდიდატის წარდგენა.

,„ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ან ერთად გადავრჩებით როგორც ერი, ან ცალ-ცალკე დავიღუპებით როგორც პარტიები. ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ თავი არავინ იგრძნოს დამარცხებულად” – განაცხადა მხარდამჭერებისადმი მიმართვისას გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით ოპოზიცია გამარჯვებისთანავე დაასრულებს „ქართული ოცნების“ „უმსგავსობას“ და ხელისუფლების პრიორიტეტად მოქალაქეების ჯანდაცვას აქცევს.

„შეკითხვა მაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ზღურბლზე – „ქართულ ოცნებას“ ქართული ოჯახების ჯანდაცვა ადარდებს? მათი ვითომ რეფორმის შედეგია, რომ ჩვენი მოქალაქეების 2/3 აფთიაქზე მუშაობს, მედიკამენტების ფასი მსოფლიო რეკორდებს ხსნის, სამკურნალო დაწესებულებები, განსაკუთრებით ის დაწესებულებები, რომლებიც ჩვენი ქალბატონების ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდნენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ. გამარჯვებისთანავე დავასრულებთ „ქართული ოცნების“ უმსგავსობას და ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტად გავხდით ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას, ქუთაისის მცხოვრებლების ჯანდაცვას და მათ კარგად ყოფნას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საწინდარი.

დაბადების დღიდან 18 წლამდე ყველა ბავშვს ყოვლისმომცველი სამედიცინო პაკეტი – ეს არის ჩემი და ჩვენი პარტიების, გაერთიანებული ოპოზიციის პარტიების პრიორიტეტი, ასე უნდა იყოს და დარწმუნებულები იყავით, ასე იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეხვედრაზე ამომრჩევლებსმიმართეს დავით ბერძენიშვილმა და მურმან დუმბაძემ, სკაიპით ჩაერთნენ პაატა ბურჭულაძე და მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა ქუთაისის ისტორიულ როლზე ქვეყნის ცხოვრებაში შორეულ და ახლო წარსულში და იმაზე, რატომ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ამ ქალაქის აღორძინებას. მან კარგად იცის, რომ ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოს ერთერთი გარანტია და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა მის დადაქცევას საპარლამენტო ქალაქად, ამ ქალაქის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ფუნქციების აღდგენის პროექტებს, რომელიც მისი, როგორც პრეზიდენტის, ინიციატივით ნაწილობრივ განხორციელდა და უნდა განხორციელებულიყო,ჩვენ ამ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, უცილობლად შევასხამთ ხორცს, როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ და მოგვეცემა აღმშნებლობის შესაძლებლობა.- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ამომრჩევლებს გაბედულად მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და ხმა მისცენ გრიგოლ ვაშაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია – ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...