მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდამსხმელმა "ოდიშის" ოპერატორს ორჯერ დაუმიზნა და ესროლა

თავდამსხმელმა “ოდიშის” ოპერატორს ორჯერ დაუმიზნა და ესროლა [Video]

Published on

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქალაქის ცენტრში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14: 21 წუთზე შევიდა და ადგილზე მძევლები აიყვანა. მოვლენების შუაგულში ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და ფეისბუკლაივის სიგნალი სწორედ ადგილობრივმა ტელევიზიამ ჩართო. პირველივე წუთიდან ადგილზე იმყოფებოდა „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი. თავდამსხმელმა როგორც ოპერატორი შენიშნა, მას დაუმიზნა და ესროლა. ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ მისი  მიმართულებით  რომ ისროლა ორჯერ შეიარაღებულმა პირმა, ეს ნათლად დაინახა და რეზინის ტყვიაც წელის არეში მოხვდა. ამ ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მომხდარის დეტალები გაიხსენა.

მთელი დღის განმავლობაში მოვლენებს ტელეკომპანია „ოდიში“ პირდაპირ  ეთერში ფეისბუკლაივის მეშვეობით გადასცემდა. ჟურნალისტები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა იმ ოთახში, სადაც მძევლები იყვნენ გამოკეტილი, თუმცა,ოფიციალური კომენტარი  შსს- ს საღამოს 20:00 საათმდე არ გაუკეთებია, მხოლოდ ერთი ბრიფინგით შემოიფარგლა და მედია გააფრთხილა, რომ პირდაპირ  ეთერში არ ეჩვენებინათ გარეთა პერიმეტრზე სპეცრაზმის მოქმედების არეალი. ხოლო საღამოს ადგილზე მყოფმა შსს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძემ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა შენობა სამხარეო პოლიციის უფროსისა და კიდევ სამი ადამიანის მძევლად აყვანის შემდეგ, გახნილი ხელყუმბარით დატოვა. მედიის კითხვები კი უპასუხოდ დარჩა, რადგან ოფიციალური კომენტარი ისევ ვერ მოიპოვეს ჟურნალისტებმა, მხოლოდ მოგვიანებით უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მიმართულებით წაიყვანა და იქვე დატოვა, ხოლო თვითონ გაქვცევა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მას თავიდანვე ქონდა ულტიმატუმი ხელისუფლებასთან, ის ითხოვდა ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს, ასევე უსაფრთხოების დერეფანს და ვერტმფრენს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სულ 19 მძევალი ყავდა თავდამსხმელს, თუმცა, სპეცოპერაციის შემდეგ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 43 მძევალი იმყოფებოდა ბანკის შენობაში და ყველა მათგანი  უსაფრთხოდ გათავისუფლდა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...