სტოკჰოლმის სინდრომი თუ თავდამსხმელის მიმართ რეალურ საფუძველზე გაჩენილი სიმპათიები? რას წერენ ყოფილი მძევლები და მოქალაქეები სოციალურ ქსელში?

0
483

ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ ნელ-ნელა ახალი ფაქტები აშკარავდება. მძევლები, რომლებიც ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოდიან, დაყაჩაღების მომენტებს იხსენებენ. თიკო ხუფენია, რომელიც მძევლებიდან ერთ-ერთი იყო, იხსენებს დამყაჩაღებლის დამოკიდებულებას მათ მიმართ: “ძალიან კეთილი იყო, ხაჭაპურიც გვაჭამა”

“გამიშვი, ბებია ცუდად ვარ და მოვკვდები აქ-მეთქი, შემომხედა და კაი, წადიო. მანამდე კიდევ ერთი მოხუცი გაუშვა” – ამბობს ასაკოვანი ქალბატონი მეკონა რიგვავა, რომელმაც მძევლობაში მცირე ხნით დაჰყო.

“გათავისუფლებული ვართ, სამივე სამშვიდობოზე ვართ, კარგად ვგრძბობთ თავს. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილას გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჰუმანურად იქცეოდა, ხელში ჰქონდა ყუმბარა”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი, ლაშა შენგელია, რომელმაც ბანკიდან გამოსვლის შემდეგ თან წაიყვანა თავდამსხმელმა

სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ნაწილი ზუგდიდში მომხდარი აქტის ცენტრალური პერსონას შესახებ არაოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, ავღანეთში ნაბრძოლი, მაღალი რანგის სპეცრაზმელი, რომელიც ალასანიამ სხვა 2 ათას სამხედრო პირთან ერთად დაითხოვა სამსახურიდან და რომ ეს იყო შურისძიება თუ პროტესტი ამ უსამართლობის მიმართ.

მოქალაქეთა დიდი ნაწილი სვამს კითხვებს გუშინ დატრიალებულ დრამაზე და გამოაქვს დასკვნები:

ა) ქმედებება გავს კარგად დაგეგმილს
.ბ) კარგად ჰქონდა შესწავლილი და არჩეული ადგილმდებარეობა (ხალხმრავლობა, გასვლის გზები)
გ) ეკიპირება მინიმალური (ბათინქები, სამხედრო უნიფორმა)
დ) შეიარაღება – განტვირთვის ჟილეტი (3-4 მჭიდი- სსსკ-ს დროინდელი, ბლომადაა დარჩენილი საქართველოში) AK და ხელყუმბარა.
ე) იარაღის ჭერის მანერა (მიგვანიშნებს რომ სამხედრო გამოცდილება აქვს) და ხელყუმბარით აწეული ხელი (სნაიპერის ტყვიის გასროლის შემდეგ ყუმბარის ვარდნის ტრაექტორია, რომ არ განსაზღვრულ იყო)
ვ) პერიოდულად უშვებდა მძევლებს, (დატოვა იმდენი მძევალი რამდენსაც გააკონტროლებდა)
ზ) ოპერაციისათვის მაქსიმალურად აწია დუღილის ტემპერატურა (გვარამიასთან დარეკვა, აბა პირველ არხში დაერეკა, ასეთ ხმაურს აწევდა?) რათა გარეპერიმეტრის კონტროლი გაძნელებულიყო
თ) რაც ვიხილეთ კიდევ, ჩართო პოლიტიკური ფაქტორი.
ვ) წაიღო იმდენი თანხა ზუგჩანთით ტარება რომ შეძლებოდა;
ზ) აშკარად ზოგიერთს სტოკჰოლმის სინდრომიც გაუჩნდა – ოპერაცია დაგეგმა რაა…
მეშინია მიმბაძველები არ გამოუჩნდნენ – ისე, ერთია საძარცვავად შესულმა რომ ბანკი გარედან შეტანილი ფულით დატოვა – წერს ერთერთი ფეისბუქმომხმარებელი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება.

“მე განა სპეტაკი სიმაღლიდან ვუყურებ ამბავს, მეც თქვენს შორის ვარ – ამ საუკუნის, უნდობლობის საუკუნის შვილი საქართველოში. და ჩვენ ყველას, დიდი და დაჟინებული მონდომებით, გვგონია, რომ უკვე ყველაფერი დადგმულია. აგერ წუხანდელი ამბავიც – ,,პირველს” ჰგონია, რომ “მეორემ” “დადგა”, “მეორე” უკვე ამბობს, რომ “პირველმა”. ერთი-ორ დღეში გადაივლის ეს საქმე, ,,კორონას სპექტაკლზე” ფიქრი დაგვიბრუნდება. მერე სხვა ეჭვი გაგვღრნის, სხვა უნდობლობა. ,,შენ გჯერა ეგ?” ვკითხავთ ერთმანეთს ეშმაკური ღიმილით და სხაპასხუპითვე ვუპასუხებთ; ,,არა, კაცო, რანაირად უნდა მჯეროდეს”. ეჭვით დაქუცმაცებული დავიარებით, გამოგონილი ან ნამდვილი ეჭვით. ეჭვით დაფლეთილ მზერას ვაცმევთ ერთმანეთს და უერთმანეთობა გვცივა – მეტაფორულად ვლაპარაკობ? კი, იმიტომ რომ მეც მეშინია და მეც ვეჭვობ, ან ,,იმისტი” არ დამიძახოთ, ან ,,ამისტი”, ამ ამბებიდან სრულიად განზე მდგომ კაცს. კი, მეც ეჭვიანი ვარ და ასე ერთმანეთის შიშით, ეჭვით, სიძულვილით სავსეები საბოლოოდ ვკარგავთ ერთმანეთს. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ყველაფერი სპექტაკლი გვგონია. უფრო სწორედ, ისე მივაჩვიეთ ტყუილებს და ტკივილს ერთმანეთი ბოლო ოცი წელია, ან შეიძლება მეტიც, რომ სხვა გზა არ გვაქვს – ასე უნდა გვეგონოს. ამ წერილით კონკრეტულ ამბავზე არაფერს ვამტკიცებ – ტყუილად ნუ დაიხარჯებით დამუნათებით და სცენარების ჩამოწერით. მიხარია, რომ ადამიანები გადარჩნენ – სპექტაკლში თუ სპექტაკლს მიღმა. ადამიანის გადარჩენა ყველგან და ყოველთვის გამიხარდება. ” – წერს გიორგი კეკელიძე.

წინა სტატია“ეტყობოდა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება აქვს გავლილი და სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: „რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? გუშინ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს – საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური