მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სისტემა არის სერიოზულ კრიზისში'' -პოლიტიკოსები ზუდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

,,სისტემა არის სერიოზულ კრიზისში” -პოლიტიკოსები ზუდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

Published on

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ზუგდიდში 21 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსა და სპეცოპერაციას facebook გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ არ არსებობს პასუხები კითხვებზე და ვიდრე ასეა, დასკვნების გამოტანაც ნაადრევია: 

სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ…? ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და “აორთქლდება”, ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ…. ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა? – წერს ბერძენიშვილი

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, ეს თავდასხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა. როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ყველა სფეროშია, მათ შორის დანაშაულის ზრდის კუთხით.

„კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები. რომელია სიმართლე? ორივე სწორია. პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა, ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთი მხრივ და სახელის და დიდების

-მეორე მხრივ. მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ჰოდა, ამათ ხელში, რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე. ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის, ”რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო” პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის შექმნილი ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკურისაც) ზრდის კუთხითაც“,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა მსხვერპლის გარეშე, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, აიყვანოს ხალხი მძევლად და მერე წავიდეს დაუსჯელი”. – წერს ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.

,,ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. გარემოსი, რომელშიც კრიმინალს გაუდის ყველაფერი; რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის, საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან და იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი და ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.ეს არის ძალიან მძიმე განცდა, რომელიც ალბათ კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს” — განაცხადა კაპანაძემ

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...