მთავარისიახლეებისამართალიმუშტების ქნევა ჩხუბის შემდეგ თუ ცდომილება მედიის წყაროების ცნობებსა და პრემიერის...

მუშტების ქნევა ჩხუბის შემდეგ თუ ცდომილება მედიის წყაროების ცნობებსა და პრემიერის ოფიციალურ ინფორმაციებს შორის?

Published on

,,მთავარი არხი” ტავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ნფორმაციას, რომ გუშინ ზუგდიდში , საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა შენობიდან გასვლის შემდეგ წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ლებარდის გავლით დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და სავარაუდოდ კოდორში გადავიდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შსს მუშაობს და საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა გააგრძელოს მუშაობა თავდამსხმელის დაკავებისთვის.

მისი თქმით, ზუგდიდში, გუშინ, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება, პირველი რიგის ამოცანა იყო, თუმცა მიღწეული შედეგი არაა საბოლოო.

“გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, მძევლების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ეს პირველი რიგის ამოცანაა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სტრუქტურას სრულად აქვს ამოცანა დღეს, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ -სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლბა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც მუშაობს შსს და საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა გააგრძელოს მუშაობა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...